გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ვასილ გველესიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

29-09-2021

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კვალითის დასახლებისა და მეგობრობის ქუჩის მცხოვრებლებს ვესტუმრეთ. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და დეპუტატობის კანდიდატები.


ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებზე და გავცვალეთ მოსაზრებები. მოსახლეობისგან იგრძნობა კეთილგანწყობა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ სასურველი შედეგით დავასრულებთ არჩევნებს და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.