გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხის საბავშვო ბაღებს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები ესტუმრნენ

1-10-2021

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი კოლეგებთან და მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ახალციხის №1 საბავშვობაღს ესტუმრა. მან საპილოტე პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღს საგანმანათლებლო რესურსები და ინტერაქციული ავეჯი გადასცა. ასევე, ბილინგვური პროექტის ფარგლებში შერჩეულ პამაჯისა და საძელის საბავშვო ბაღებს მეთოდური რესურსები გადაეცათ.


საბავშვო ბაღში საგანათლებლო რესურსების გადაცემას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი დაესწრნენ.


პროექტი 20 საპილოტე ბაღში მსგავსი რესურსების შეტანას, აღმზრდელ-პედაგოგების ტრენინგებსა და მათ პრაქტიკაში მხარდაჭერას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს ადრეული ინკლუზიური განათლების გაძლიერებას საქართველოში. იგი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.