გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბათუმში, ზღვის პირას, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

23-04-2018

ბათუმში, შავი ზღვის პირას გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედართან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაციც ნახეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი და მასთან ერთად მყოფი პირი 22 აპრილს, რკინისგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

reginfo.ge