გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

კახა კუჭავა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა

1-10-2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) წარმომადგენლებს შეხვდა და მათ არჩევნების მონიტორინგში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.


მხარეებმა 2 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების შესახებ ისაუბრეს.


პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებული საარჩევნო ცვლილებები, არჩევნების კიდევ უფრო თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.


,,ENEMO" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელია, რომელსაც საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე 26 დამკვირვებელი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში ეყოლება.