გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

2-10-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. თავდაცვის მინისტრმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად საბურთალოს რაიონის მე-3 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე გააკეთა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ხმა დემოკრატიულ, ადამიანის და საკუთრების უფლებებზე დაფუძნებულ პრინციპებს მისცა:


„დემოკრატიული სახელმწიფოს წყარო არის ხალხი, შესაბამისად ჩვენი მთავარი, უმთავრესი სამოქალაქო ვალდებულება არის მივცეთ არჩევნებში ხმა. უნდა ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, ვინც ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს პატივს სცემს, აღიარებს ადამიანის უფლებებს, აღიარებს საკუთრების უფლებას და ზრუნავს მათზე“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.