გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქუთაისის მერი - გარევაჭრობას აღარ დავუშვებთ

23-04-2018

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულებს შეხვდა და გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. 
როგორც გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნა, ტროტუარებს, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურულად გაიმართება.
„უნებართვო გარევაჭრობა უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით აიკრძალა. ყველა გარემოვაჭრემ ალტერნატიული სამუშაო ფართი მიიღო და ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ არ დავუშვებთ უნებართვო გარევაჭრობას. ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს იერსახე, ტერიტორია უკვე დასუფთავდა. ამჯერად იმ ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა. ადგილზე ინფრასტრუქტურაც გაიმართება და მოწესრიგდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია,"- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

"ინტერპრესნიუსი"