გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

იოსებ ხახალეიშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

5-10-2021

პარტია " ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა პედაგოგებს.


"მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. მას მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს, ჩვენმა მოსწავლეებმა კი საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ.


გვჯერა, რომ სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ პრობლემები და ვეცადოთ, მომავალი უკეთესი გვქონდეს. ჩვენ ამას შევძლებთ" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.