გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვეტერანის დღე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში აღნიშნეს

18-10-2021

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანებს, დღევანდელი დღე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიულოცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლები და დღევანდელი დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს.


საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.


Covid-19 ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, წელს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნუსხა, მოკრძალებულია.