გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბათუმში, ხელვაჩაურსა და ოზურგეთში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან

19-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გამართავენ.


ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის მხარეში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.


შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან დღეს ხელვაჩაურში, ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართება.