გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვაქცინაციის მარათონს ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

19-10-2021

ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.


მარათონს შეუერთდა ახალციხის მუნიციპალიტეტიც, რომლის ფარგლებში, ქალაქ ვალისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები გაიკეთონ. აცრებს, ვალის „ჯანმრთელობის სახლში“, „ევექსის - ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის” მედიკოსები აკეთებენ.


ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს დღეს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი გაეცნენ.


ვალის „ჯანმრთელობის სახლში“ ვაქცინაციის მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.