გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ოზურგეთში მერობის კანდიდატს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

19-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოზურგეთში, მერობის კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.


შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.


ოზურგეთის გარდა, დღეს შეხვედრები გაიმართა ბათუმსა და ხელვაჩაურში.
რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.