გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

20-10-2021

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა.


ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ მსხვილი იაპონური კომპანიების წარმომადგენლებიც. პრეზენტაცია საქართველოს მეღვინეობის ისტორიასა და თანამედროვეობის შესახებ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge" დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.


ღონისძიების სტუმარებმა სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ქართული ღვინოების საბაზრო პოტენციალზე, საექსპორტო ფასსა და წარმოების მასშტაბების პერსპექტივებზე შეფასებები გააკეთეს. ამასთან ერთად, განხილული იყო იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის განხორციელების ტექნიკური საკითხებიც.


დეგუსტაციაზე, კენიჩი ოჰაშის მიერ 13 სხვადასხვა ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი, მათ შორის 2 დასახელების ღვინო იაპონიის ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება. ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენის მიზანს გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო.