გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში ხანძრის შედეგად 7 ოჯახი დაზარალდა

25-04-2018

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ოჯახი დაზარალდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიაში განუცხადეს, დაზარალებულებს მერიამ დროებით ბინის ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა. 

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად დაიწვა ბარაკული ტიპის რამდენიმე სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ერთმა მეხანძრემ ინტოქსიკაცია მიიღო და კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე. მისი თქმით, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაზარალებულ ოჯახებს შეისწავლის. მათ პირველ ეტაპზე ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.

ბათუმში, ბაქოს ქუჩის #46-ში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. 

"ინტერპრესნიუსი"