გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა იმართება

25-04-2018

ოკუპირებული აფხაზეთის, ქალაქ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბარი შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხსა და ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებულ უკანონო ფაქტებს.


ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების გარდა ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

"პია"