გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბესიკ ამირანაშვილმა და ზაზა მელიქიძემ ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერეს

21-10-2021

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძემოადგილებთან ერთად ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ და რუსთაველის ქუჩა № 124-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ.


ქალაქ ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია მისასვლელი გზის, პარკინგის, სპორტული მოედნების, სკვერის, საბავშვო გასართობი ატრაქციონების, ველო და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა.


ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა № 124-ში , ამ დროისთვის საბავშვო ბაღის, ახალგაზრდული ცენტრების, კულტურის სახლისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ჯამში, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება.