გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე 23 ოქტომბერს კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და იმერეთში შეხვდებიან

23-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.


ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე 23 ოქტომბერს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.


შეხვედრები მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან ცაგერში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ბაღდათში გაიმართება.