გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია

24-10-2021

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია. შეფერხება გუშინ საღამოს ოთხ მიმართულებაზე: ზუგდიდი- თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისის მატარებლებზე სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზების გაწყვეტას მოჰყვა, რამაც რკინიგზის საკონტაქტო ხაზის დაზიანება და მატარებლების მოძრაობის შეჩერება გამოიწვია.


ოპერატიულად ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა სრულად, ოთხივე მიმართულებით დაახლოებით სამ საათში განახლდა. საქართველოს რკინიგზამ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მგზავრებს მატარებლების გაჩერებისთანავე მიაწოდა. ყველა მიმართულებით მოძრავი მატარებლების მგზავრებისთვის კომპანიამ სასმელი წყლისა და საკვების მიტანა უზრუნველყო. თბილისში ჩამოსულ მგზავრებს სადგურში ავტობუსები დახვდათ, რომლებმაც მგზავრები სურვილისამებრ დანიშნულების ადგილამდე მიიყვანეს.