გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ტაბაღუა ,,ბრენდორ კონსალტინგის’’ წარმომადგენლებს შეხვდა

25-04-2018

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საქართველოში მიუნჰენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია ,,ბრენდორ კონსალტინგის’’ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე რუსთავის განვითარების იმ გეგმაზე იმსჯელეს, რომლის შემუშავებაშიც აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიაა ჩართული.

ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტებიც.

რუსთავის განვითარების გეგმის შემუშავების შემდეგ, პროექტის პრეზენტაცია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მოეწყობა.