გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის" მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება გრძელდება

28-10-2021

გრძელდება განაცხადების მიღება კულტურის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის" მონაწილეობის მისაღებად.


კონკურსის მიზანია საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ლიტერატურული პროცესების განვითარება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.


საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო 2021 წლის 7 ოქტომბერს და გაგრძელდება 29 ოქტომბრის 12:00 საათამდე.


დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ ბმულზე: http://creativegeorgia.ge/News/konkursi-iakob-gogebashvilis-sakhelobis-sabavshvo.aspx?fbclid=IwAR0aswY4JjXWi9CAcuf2pWAwGmgUb9oW8eIxe1xDl9SWtpK_SnI-lrwM56g