გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გარდაბანში მაღალჩინოსნების ავტომანქანების რეცხვაზე 5000 ლარი დაიხარჯება

25-04-2018

გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის სამსახურეობრივი ავტომანქანა „Toyota landcruiser lc150“-ის, ასევე მისი მოადგილეებისა და საკრებულოს თავმჯდომარის 3 ერთეული სედანის (KIA) რეცხვისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4990 ლარი დაიხარჯება.

მერიის გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც დღეს დასრულდა, ინდმეწარმე რუსთამ კურბანოვმა გაიმარჯვა. სატენდერო პირობების მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე „ტოიოტას“ გარეცხვა მაქსიმუმ 100-ჯერ, „სედანებისა“ კი 570-ჯერ უნდა მოხდეს.

მანქანების რეცხვის მომსახურების ტენდერით შესყიდვა გარდაბნის მერიამ პირველად განახორციელა. მანამდე მსგავსი მომსახურების შესყიდვა გამარტივებული წესით ხდებოდა.

reginfo.ge