გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ჩაქვი- მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

26-04-2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 28 და 29 აპრილს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.