გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმის ფსიქიატიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა

26-04-2018

ბათუმის ფსიქიატიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა. სოციალურ საწარმოში დასაქმდა 12 ბენეფიციარი. 2 მზარეული, შრომითი თერაპიის ინსტრუქტორი და ბუღალტერი პროფესიული ნიშნით შეირჩა, ხოლო დამხმარე პოზიციები ფსიქიკური სერვისების მიმღებმა პირებმა დაიკავეს. საწარმოში ბენეფიციარების ჩართულობით პურფუნთუშეული და ტკბილეული მომზადდება. 

სოციალური საწარმო ფსიქიკური სერვისების მიმღები პირების დასაქმების, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სტიგმის დამარცხების მიზნით საგრანტო პროექტის ფარგლებში ამოქმედდა. „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ „იდეების კონკურსში“ მიღებული გრანტით (8 000 ევრო) საწარმო შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა, ხოლო ქალაქ ბათუმის მერიის თანადაფინანსებით საწარმოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთები შეიძინეს.

სოციალური საწარმო მიზანია ფსიქიკური სერვისების მიმღები ქალების დასაქმება, მათი რესოციალიზაცია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

imedinews.ge