გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: ილიას შემოქმედებამ ქართველ ხალხში მიძინებული ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოაღვიძა

8-11-2021

დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.


მთავრობის მეთაურის თქმით, ილიას მთელი ცხოვრება, მისი ყოველი ნაბიჯი და წამოწყება საქართველოს გაძლიერებისკენ, მისი საზოგადოების განვითარებისკენ იყო მიმართული.


„ისტორიაში იშვიათია შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა წარმოუდგენელი მასშტაბის პირადი ძალისხმევით შეძლო ქვეყნის მომავლის განსაზღვრა. ილიას შემოქმედებამ ქართველ ხალხში მიძინებული ეროვნული თვითშეგნება და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოაღვიძა. მისმა მრავალმხრივმა საზოგადო მოღვაწეობამ კი განვითარების ის გზა დასახა, რომელსაც დღესაც მივყვებით, და რომელიც კვლავაც დიდხანს იქნება ჩვენი უმთავრესი ორიენტირი.


გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წმინდა ილია მართლის გზით - სამშობლოს მსახურებისა და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.