გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს

8-11-2021

დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.


„ჩვენ გვქონდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომა და ვიმსჯელეთ „მწვანე პასპორტის" კონცეფციისა და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებების თაობაზე და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები:


დღეიდან, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს და დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.