გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

9-11-2021

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ქალაქის მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ეზოების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


ეზოებში ასფალტის დაგებამდე მომზადდა საფუძველი და მოეწყო ბორდიურები.


პროექტს, რომლის სამუშაოებიც დასასრულს უახლოვდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენდიროუდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 392 391 ლარია.


პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


"პირველ ეტაპზე ქალაქის 19 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ეზოს მოასფალტების სამუშაოები ტარდება. საცხოვრებელი ბინების ეზოები კეთილმოუწყობელი და გადაადგილებისთვის მოუხერხებელიიყო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მუნიციპალიტეტის მერიას ყველა საცხოვრებელი ბინის ეზოს კეთილმოწყობა აქვს დაგეგმილი" -აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.