| « ოქტომბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
27-04-2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ფიცრის უკანონო და შენიღბულად ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული მიკროავტობუსების საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა 2 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული ერთ შემთხვევაში, სხვადასხვა სურსათთან, მეორე შემთხვევაში - მგზავრების სავარძლის ქვეშ, ხოლო მესამე შემთხვევაში - სპეციალურ სამალავებში.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.