გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავში პატრულმა "იქს ფაქტორის" ჯგუფი დააჯარიმა

27-04-2018

რუსთავში სატელევიზიო შოუს, "იქს ფაქტორი"-ს გადაღებები მიმდინარეობდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პროექტის ერთერთ მნიშვნელოვან მომენტს იღებდნენ. ჟიურის წევრების ავტომობილები უნდა გაჩერებულიყო იმ კონკურსანტებთან ვისი მენტორებიც იქნებიან მთელი პროექტის მანძილზე. რუსთავში გადაღებულ სცენებს მაყურებლები 22 მაისს ნახავენ. შოუს ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ არ გაგიმხელთ ჟიურის რომელ წევრს რომელი კონკურსანტები შეხვდნენ, თუმცა გაგიმხელთ მცირე ინციდენტს რომელიც გადაღებების პარალელურად მოხდა. საპატრულო პოლიციამ "იქს ფაქტორი"-ს ჯგუფი დააჯარიმა.

"შენიღბული" სანომრე ნიშნით საავტომობილე გზაზე სიარულის გამო პატრულმა "იქს ფაქტორი"-ს ჯგუფი დააჯარიმა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟიურის ერთერთი წევრი რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელსაც სახელმწიფო სანომრე ნიშანი "იქს ფაქტორი"-ს სტიკერით შენიღბული ჰქონდა. პატრულმა მძღოლს 500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

"inforustavi"