გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტი კერძო სექტორთან განიხილა

15-11-2021

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტი კერძო სექტორთან განიხილა

შეხვედრა ონლაინ ფორმატში, Webex პლატფორმის საშუალებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი კაჭარავამ.


შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო სტრატეგიის მიზნები და ძირითადი მიმართულებები.

როგორც აღინიშნა, სტრატეგია უზრუნველყოფს მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გამჭვირვალობას და აღნიშნული მიმართულებით ინვესტორების, კრედიტორების, სარეიტინგო სააგენტოებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას.


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე https://mof.ge/5231. პროექტის გამოქვეყნება ხაზს უსვამს სამინისტროს მზადყოფნას, გაითვალისწინოს როგორც კერძო სექტორის, ასევე, სხვა ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნა/კომენტარი. ორი კვირის განმავლობაში ვალის მართვის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები/კომენტარები/კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე: fo@mof.ge.


ორკვირიანი საჯარო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი წარედგინება მთავრობას და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია.