გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბოლო 1 თვეში ,,წითელ ხიდზე", 55 070 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

25-11-2021

მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი", აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საწვავის ავზებში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 1 200 ლიტრი დიზელის საწვავი.


აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება.


საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.


ბოლო 1 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი", 55 070 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.