გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარიამ ქვრივიშვილი: პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან "მწვანე პასპორტის" თემაზე

25-11-2021

"პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან "მწვანე პასპორტის" თემაზე. გასულ კვირას შეხვედრები გავმართეთ კერძო სექტორთან და მივიღეთ მათგან მნიშვნელოვანი უკუკავშირი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურისტულ სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის მსვლელობისას, განხილული იქნა საქართველოში „მწვანე პასპორტების" შემოღების დეტალები.


„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრას კერძო სექტორთან, რათა ერთობლივად დავგეგმოთ ზამთრის სეზონი. განვიხილეთ „მწვანე პასპორტის" ახალი კონცეფცია, აგრეთვე შემსუბუქებული რეგულაციები, რომლის მიხედვითაც რესტორნები შეძლებენ 23:00 საათის შემდეგ ოპერირებას და მეტი შიდა და საერთაშორისო ვიზიტორის უსაფრთხოდ მასპინძლობას. მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორმა დადებითად შეაფასა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იყო მთავრობის მხრიდან კომუნიკაცია და შემდგომ, ბიზნესის თხოვნის გათვალისწინება, რაც ცხადია დადებითად შეაფასეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა."