გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დანიაში ყვარელში მცხოვრები მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

30-04-2018

დანიაში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის გელა პაპაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. 

ის, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. პაპიაშვილი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში ცხოვრობდა, ტვირთის გადამზიდავ პოლონურ კომპანიაში ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა. 
როგორც knews.ge-ს სოფელ მთისძირში მერის წარმომადგენლმა ზაურ თენოშვილმა განუცხადა, ოჯახმა ცხედრის გადმოსასვენებლად დახმარება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე სთხოვა.
"შემთხვევა 27 აპრილს მოხდა. გელა მისმა ნათესავმა ნახა და სამართალდამცავებს შეატყობინა. მისი გარდაცვალების შესახებ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. ოჯახმა დახმარებისთვის უკვე მიმართა საკონსულოს, მაგრამ რადგან უქმე დღეები იყო, შესაბამისი პროცედურები ვერ გაიარეს. ალბათ გელას ძალიან მალე ჩამოასვენებენ სოფელში", - განუცხადა knews.ge-ს ზაურ თენოშვილმა. 
გარდაცვლილი კობა პაპაშვილის მამაა, რომელიც 2017 წლის ნოემბერშისაფრანგეთის ქალაქ ბულონ სულ მერიში, პორტის ტერიტორიაზე მოკლული იპოვეს.

knews.ge