გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პარლამენტმა ფრაქციების გაუქმებისა და ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღო

30-11-2021

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გურამ მაჭარაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სახელით პარლამენტს ფრაქციების გაუქმების და ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესახებ აცნობა.


მისი თქმით, მას შემდეგ რაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ დატოვეს პარლამენტი და პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ, ფრაქციების წევრთა შემცირების გამო ფრაქციები „რეფორმების ჯგუფი" და „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" გაუქმდა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დარეგისტრირდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის".


მოსმენილი განცხადება პარლამენტმა ცნობად მიიღო.