გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტებმა სასწავლო კურსი გაიარეს

1-12-2021

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლების ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის სხვადასხვა მეთოდი განიხილეს.

მონაწილეებისთვის მასტერკლასი ჩატარდა ლაბორატორიაში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე.


თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების პარალელურად, სტუდენტები ლაბორატორიის ნიმუშების რეგისტრაციისა და სტატისტიკური დამუშავების განყოფილების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.


ტრენინგი ევროკავშირის Erasmus +პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტების ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“ (Ag-Lab) ფარგლებში გაიმართა.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს.


დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/