გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

2-12-2021

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “LDS charities”, საქველმოქმედო ორგანიზაცია” საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ და „ააიპ კასპის შშმ პირთა კავშირი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე ისუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობის საჭიროებებით უზრუნველყოფაზე.


შეხვედრის შემდეგ ესტუმრნენ კასპში მოქმედ სოციალურ საწარმო „წნულს“ და კასპში მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე 18 მოქალაქეს, დონორი ორგანიზაცია “LDS charities მიერ შეძენილი სწორად მორგებული ეტლები უსასყიდლოდ გადასცეს.


ვახტანგ მაისურაძემ კიდევ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე ზრუნვის და სამომავლო თანამშრომლობისათვის.