გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახმეტაში გამართულ დოღზე მხედარი დაშავდა, ცხენი კი მოკვდა

2-05-2018

ახმეტაში, ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე გამართული დოღის დროს მხედარი დაშავდა. 21 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მას ტრავმა თავის არეში აქვს მიღებული და ნეიროინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული ახალგაზრდა აჭარიდანაა. თვითმხილველების თქმით, მის ცხენს შეჯიბრისას სავარაუდოდ გული გაუსკდა და წაიქცა, მხედარი კი გადმოვარდა.

ახმეტაში ერეკლე მეფის სახელობის დოღი საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრი სამ სახეობაში ჩატარდა: I - ინგლისური წმინდა სისხლი - 2 კმ. დისტანციაზე; II - უმაღლესი სისხლის ჯიშები: არაბული, ინგლისური, ახალთექური, კაბარდინული ჯიშები - 2 კმ. დისტანციაზე; III - ყველა სახეობა - 6 კმ. დისტანციაზე.

წმინდა სისხლის ცხენებსა და უმაღლესი სისხლის ცხენებს შორის 2 კილომეტრიან დისტანციაზე გარბენში პირველი ადგილი ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ მხედარმა საბა ეხვაიამ დაიკავა. წმინდა სისხლის ცხენებს შორის მეორე ადგილზე პანკისის ხეობის მკვიდრი ქერიმ გაურგაშვილი გავიდა, მესამე ადგილზე კი - ისლამ ალხანაშვილი.

დოღში აჭარის, აბაშის, სამტრედიის, ზესტაფონის, გურიის, თბილისის, მცხეთა-მთიანეთის და ახმეტის საცხენოსნო კლუბები მონაწილეობდნენ.

reginfo.ge