გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისში „გვირილობა“ აღინიშნება

2-05-2018

2 მაისს ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ორმაისობა აღინიშნება. დღეს და ხვალ ქალაქში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატი ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყება და გალა-კონცერტით დასრულდება. მუხნარის ტყე-პარკში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ხელნაკეთ ნივთებს გამოფენენ და გაყიდიან. შემოსულ თანხას კი ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს გადაურიცხავენ.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

reginfo.ge