გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილი:მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას

16-12-2021

მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირთან სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს განსაზღვრავს.


"ჩემთვის დიდი პატივია 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოსთვის, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან ჩვენს სამომავლო პარტნიორობას და შემდგომი ინტეგრაციის გზებთან დაკავშირებულ არსებით დისკუსიებს. მოუთმენლად ველი ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას",-წერს პრემიერ-მინისტრი.