გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კახეთში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქეს

16-12-2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა თელავსა და სიღნაღში ხორცის სარეალიზაციო 35 ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად, 14 ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები (ინდმეწარმე) დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, ხოლო 4 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონისა და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის გამო. შემოწმებისას, აგრეთვე, გამოვლინდა და, შემდგომი განადგურების მიზნით, დაილუქა ნახევარ ტონაზე მეტი (515 კგ.) გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი.


მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მომხმარებელს დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია ცხელ ხაზზე - 1501.