გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები გაეცნენ

2-05-2018

ურეკის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, როგორც გარემოს დაცვის უსაფრთხოების მიმართულებით კარგი პრაქტიკის მაგალითი, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.   

 

პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით მოეწყო და მის  მიზანია, რეგიონის ქვეყნებისთვის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრატსრუქტურის მშენებლობის დარგში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

 

უცხოურ დელეგაციას  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშორმლებმა უმასპინძლეს და  მიმდინარე სამშენბელო სამუშაოები გააცნეს.  სტუმრებმა გამწვანების აქციაშიც მიიღეს მონაწილეობა და მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი მცენარეები დარგეს.   

 

რეგიონის ქვეყნები ურეკის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ობიექტს, გარემოს დაცვის საკითხებზე სამდღიანი რეგიონული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუმრობდნენ.  

 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ურეკში  წყალმომარაგების, წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 78 მილიონ ლარზე მეტია.