გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქობულეთში 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა

2-05-2018

ქობულეთში, 5 წლის ბავშვი მენინგოკოქცემიით გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ორი დღის წინ ბავშვი საბავშვო ბაღში შეუძლოდ გახდა და იგი კლინიკაში მოათავსეს, მეორე დღეს ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ სახლში გაწერეს. 
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე ამბობს, მოზარდი გუშინ დღის მეორე ნახევარში ისევ შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, წელს აჭარაში მენინგოკოქცეემით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.


"ინტერპრესნიუსი"