გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლანჩხუთის მერის მოადგილე ვაქცინაციის პროცესს ,,მედალფას" კლინიკაში დაესწრო

16-12-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 14 172 პირია აცრილი. ვაქცინირებულებს შორის არიან როგორც ორი, ასევე ე.წ. ,,ბუსტერ" დოზით აცრილები. ვაქცინაციის პროცესს ,,მედალფას" კლინიკაში ლანჩხუთის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძე დაესწრო.


კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი ,,რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრსა " და ,,მედალფას" კლინიკაში ,,სინოფარმის", ,,სინოვაკისა" და ,,ფაიზერის" ვაქცინით აქტიურად მიმდინარეობს.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ, რაც გულისხმობს 60 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატის მიღებას, საპენსიო ასაკის მოქალაქეების მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.