გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ნიკოლ ფაშინიანი: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მივმართავთ

20-12-2021

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მიმართავენ.


„სასიამოვნოა, რომ ჩემი კოლეგისა და მეგობრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თბილისში ნახვის შესაძლებლობა მომეცა. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას სომხეთსა და საქართველოს შორის უკეთესი და ეფექტიანი ეკონომიკური თანამშრომლობისკენ მივმართავთ",- წერს ნიკოლ ფაშინიანი.