გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამთა მეგრელიშვილი გახარიაზე: პრემიერმინისტრობიდან "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირეობამდე პოლიტიკური გზა უკვე ჩაძირული გემის ტოლფასია

23-12-2021

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე ეხმიანება ჩხოროწყუში, საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის, შოთა წურწუმიას არჩევის ფაქტს.


„"მე თქვენ დაგასრულებთ"! ეს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას მუქარა იყო. ამ სიტყვებიდან სულ რაღაც წელიწადსა და ექვს თვეში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შიდა მოლაპარაკებებით - გადაწყდა და ნიკანორ მელიას გადარჩენას საკუთარი პრემიერმინისტრობა შესწირა.


ადგილობრივ არჩევნებში ცალკე პოლიტიკური მოთამაშის სტატუსს ირგებდა, მაგრამ აქაც ყველაფერი გაცხადდა. იყო კავშირები, იყო შიდა მოლაპარაკებები და დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გახარიას პარტიასა და ,,ნაციონალურ მოძრაობას" შორის კოალიციაც ოფიციალურად გაფორმდა. რა ვთქვა, სათქმელიც არაფერია, პრემიერმინისტრობიდან "ნაციონალური მოძრაობის" მოკავშირეობამდე პოლიტიკური გზა უკვე ჩაძირული გემის ტოლფასია.“- წერს მეგრელიშვილი.