გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე გაეცნენ

24-12-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილეს გიორგი ციბაძეს უმასპინძლა. ცენტრალური და ადგილობივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის ცენტრალური ქუჩის ერთ მონაკვეთზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.


პროექტის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის, 104-დან 110-ის ნომრის ჩათვლით მონაკვეთზე მდებარე შენობების ფასადის ქვა-ბამბის მასალით შეფუთვა განხორციელდა, რაც სახლების ენერგოეფექტურობას განაპირობებს.


„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასევე კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერი კეთილმოეწყობა. სკვერში უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და ახალი საბავშვო ატრაქციონი.