გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

3-05-2018

ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიტალი დავითაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ოჯახის წევრების ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენმა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ოთახის გადარჩენა მოხერხდა.
ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე იმყოფებოდნენ.
ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, მერია დაზარალებულს შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას გაუწევს.

"გურიის მოამბე"