გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგი, მხოლოდ საქმე და შრომა

28-12-2021

ეკონომიკა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს. მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება დაახლოებით 65 მლრდ. ლარი ჩვენი გათვლებით და ეს ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 5 500 დოლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ესეც ისტორიული მაქსიმუმია და რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი.


„ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ ეს გავაორმაგოთ, რათა დავეწიოთ საშუალო ევროპულ დონეს და განვითარების ტემპებს.


ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგი, მხოლოდ საქმე, მხოლოდ შრომა. მე არ მაინტერესებს რას იტყვის ჩვენი ოპოზიცია. თუ ამ საქმეებზე ექნებათ კონკრეტული კრიტიკა, საქმიანი, შინაარსიანი, მე მზად ვარ, რომ მათთან პარლამენტში გავაგრძელო", - განაცხადა პრემიერმა.