გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სეს-მ თევზის სარეალიზაციო ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

28-12-2021

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური თევზის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თევდორე მღვდლის ქუჩა N27-ში მდებარე თევზის სარეალიზაციო ობიექტში შპს „Mfood" გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი.


წინასადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ახორციელებს სარეალიზაციო ობიექტებისა და სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორების კონტროლს.