გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გიორგი ღიბრაძე: ინტენსიურად ვმუშაობთ კლუბებთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება

28-12-2021

ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ კლუბებთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


მისი თქმით, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს.


„ცხადია, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს, იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულ კონსესუსამდე მივაღწიოთ. სამუშაოები აქამდეც იყო, თუმცა იცით ვირუსის განვითარების დინამიკა და ხალი გარემოებები. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსესუსს და შედგეს შეთანხმება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.