გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დედაქალაქის საკრებულოს წევრმა ლევან დოლიძემ გახარიას პარტიიდან საკრებულო დატოვა

28-12-2021

თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან დოლიძემ გახარიას პარტიიდან საკრებულო დატოვა. როგორც დოლიძემ აღნიშნა თბილისის საკრებულოს ტოვებს, თუმცა პარტიაში საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე გააგრძელებს. მის ადგილს საკრებულოში დავით ფარცვანია დაიკავებს.


"ვაგრძელებ საქმიანობას გიორგი გახარიას მრჩევლის პოზიციაზე, იმ პოზიციაზე, რომელზეც მანამდე ვიმყოფებოდი, ასე რომ, ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება საკრებულოს, მე მივმართე და ადგილმონაცვლეობა გავაკეთეთ. ეს არის პირადად ჩემი, ბატონი გიორგი გახარიას და პოლიტიკური გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება. მე გავაგრძელებ იმ საკითხებზე მუშაობას, რომელზეც ვმუშაობდი არჩევნებამდე. დავით ფარცვანია, რომელიც სიაში რიგით მეხუთე ნომერი იყო, შევა საკრებულოში და სრულად და აქტიურად ჩაერთვება ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" მუშაობაში", - განაცხადა დოლიძემ.