გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დააკავეს

3-05-2018

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე, თბილისის მკვიდრი „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში, ღამით დააკავეს.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს გადაეცა.

"ინტერპრესნიუსი"